მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ხარაგაულში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე და მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინეს.
პაატა კვიჟინაძე საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის გაერთიანებულ ოლქში იბრძოლებს.
პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს, ასევე ხარაგაულში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.