20 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
აჭარაში სიტუაცია მართვადია, თუმცა ყურადსაღებია პნევმონიების გარკვეული რაოდენობა - თორნიკე რიჟვაძე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ დასრულდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

მისი განცხადებით, რეგიონში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. 

"დაახლოებით, 500-მდე პაციენტი იმყოფება ჰოსპიტლებში, ამასთანავე, ახალი პროტოკოლით, დაახლოებით 500 ადამიანის მართვა ხდება ე.წ. კოვიდ სასტუმროებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მედიკოსები მუშაობენ ძალიან ეფექტურად და, შესაბამისად, არ გვაქვს რაიმე მძიმე შემთხვევები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არის გარკვეული რაოდენობა პნევმონიების, რომელიც არის ყურადსაღები.

სიტუაცია მართვადია, ხდება კონტაქტების მოძიება, მათთვის ლაბორატორიული ნიმუშების აღება და, შესაბამისად, ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად და არ იყოს უკონტროლო გავრცელება,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები