სოფელ შრომაში საჯარო სკოლა დაიხურა. მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დადასტურებული covid 19-ის შემთხვევაა.
ინფექცია დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი ახლა იზოლაციაშია.
მერის წარმომადგენელი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, კონსტანტინე ხომერიკი აცხადებს, რომ 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ტესტი უკვე ჩაუტარდა. მისი ინფორმაციით, პასუხები 72 საათში გახდება ცნობილი.
როგორც მერის წარმომადგენელი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, დაიწყება წყაროების მოკვლევა, რათა გავრცელების რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.