06 სექტემბერი 2026,   21:31
ვრცლად
უკვე მეოთხე კვირაა აჭარა კოვიდ 19-ის გავრცელების მთავარ კერაა

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში ფიქსირდება.

მეოთხე კვირაა აჭარა კოვიდ 19-ის გავრცელების მთავარ კერად იქცა. შავი ზღვისპირეთში ეპიდემიოლოგები პაციენტებს, კლასტერებად უკვე აღარ ყოფენ, რადგან წყაროების მიგნება შეუძლებელია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, რომ აჭარაში 137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"გასული დღე-ღამის ჩატარებული ტესტიდან  137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემთხვევებია. შემთხვევათა მაქსიმალური მაჩვენებელი კი წინა დღეებში გამოვლენილი კორონავირუსის კონტაქტებია,"- განაცხადა ნონა ეფაძე.

დღის ამბები