27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
3 გარდაცვლილი, 218 ინფიცირებული და კლასტერებად ქცეული სუფრები - კორონავირუსის რეკორდულად ზრდის მიუხედავად მოსახლეობა ხალხმრავალ წვეულებებს მაინც მართავს

3 გარდაცვლილი ერთ დღეში - ბოლო 24 საათში საქართველოში covid - 19-ის 218 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რაც ინფიცირების ყველაზე მეტი მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.

კორონავირუსის სწრაფი მატების მიუხედავად, ქართველები სადღესასწაულო სუფრებს თავს ვერ ანებებენ. ხალხმრავალი ქორწილების მაგალითი საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისში, დღეს დაფიქსირებული 47 ახალი შემთხვევიდან 47-ვე 60 წელს გადაცილებული ყოფილი თანაკლასელების ბანკეტიდანაა.

საერთო ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში უკვე 4 000 აღწევს, რის გამოც მსოფლიო რუკაზე საქართველომ 128-ე ადგილზე გადაინაცვლა.

დღის ამბები