სარდაფიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საცავში - კარგად ორგანიზებული ქურდობა ქუთაისში, რომლის შედეგადაც "ინტელექსპრესის" ოფისიდან ნახევარ მილიონამდე ლარია წაღებული.
ორგანიზაციას, რომელიც ფულადი გზავნილების ქართულ სისტემას წარმოადგენს, ფილიალები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში აქვს, ყველაზე მეტი კი ქუთაისში.
მძარცველებმა ფულადი გზავნილების ოფისში, შენობის სარდაფიდან შეაღწიეს, სწორედ სარდაფიდან არის ამოჭრილი იატაკი, რომელიც სიგნალიზაციის გამო ადგილზე მისულმა დაცვის პოლიციამ არა, თუ შეამოწმა, საერთოდ შენობაშიც კი არ შესულა. შედეგად მძარცველებმა მშვიდად, მოპარული სეიფით შეუფერხებლად დატოვეს ტერიტორია.