22 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
საბურთალოელს ქცევით და მეტყველებითაც გამოარჩევთ, სხვა ხასიათი გვაქვს - ალეკო ელისაშვილმა საბურთალოზე წიგნი დაწერა

პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საბურთალოზე წიგნი დაწერა - "ეს საბურთალოა - ერთი უბნის ამბავი". 

მისივე თქმით, წიგნი რამდენიმე დღეში გამოვა, ხოლო მისი გაყიდვიდან შემოსულ თანხას პარტიის საარჩევნო კამპანიას მოახმარს. 

"იპოდრომთან, სტენსილით კედელზე არის დაწერილი - "ეს საბურთალოა!" ისე მომეწონა, ერთ-ერთი ახსნაა ჩემთვის საბურთალოსი. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ როგორც ბრუკლინია ნიუ-იორკისთვისო, ისე საბურთალოა თბილისისთვისო.

თავისი ხასიათი აქვს და ეს კატეგორიულობა მომეწონა. მე რომ მკითხოთ, საბურთალოელს ქცევით და მეტყველებითაც გამოარჩევთ, სხვა ხასიათი გვაქვს. ეს არის საბურთალო.

ეს მაისური იმიტომ მაცვია, რომ რამდენიმე დღეში დაგპატიჟებთ თქვენც, წლები ვაგროვებდი საბურთალოზე ჩანაწერებს, ძველ ხალხთან, ვისთანაც ასაკოვანთან მილაპარაკია, ხან წიგნში ამოვიკითხავდი საბურთალოზე ცნობებს, სულ მაინტერესებდა და დავწერე საბურთალოს ისტორია. ასე ერქმევა - "ეს საბურთალოა - ერთი უბნის ამბავი." რამდენიმე დღეში ეს წიგნი გამოვა. ამ წიგნის გაყიდვით მიღებულ თანხას ისევ ჩვენს კამპანიას შევწირავ, რადგან ცოტა ფული აქვს ჩვენს პარტიას,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლებისა და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, რეფორმებს გეგმავს.

ამასთან, როგორც თავად აღნიშნა, მათი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.

დღის ამბები