20 აპრილი 2024,   05:44
ვრცლად
შეწყვეტილი სასწავლო პროცესი გურიაში - დაბა ლაითურში ეპიდკვლევა დღესაც გაგრძელდება

კორონავირუსის გამო გურიაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. დაბა ლაითურში პედაგოგის დაინფიცირების გამო საჯარო სკოლა ორი კვირით ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

პედაგოგის ინფიცირების წყარო ცნობილია, ცნობილია მისი კონტაქტებიც. დაბაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობდა, პროცედურები დღესაც გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით გურიაში სულ 68 კოვიდინფიცირებულია.

დღის ამბები