26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მე-8 შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მე-8 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ცნობით, გარდაცვლილია 61 წლის პაციენტი, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 დღის წინ მოათავსეს.

ოკუპირებულ რეგიონში იმატა ინფიცირების შემთხვევებმაც. 197 ტესტიდან 62-ის პასუხი დადებითია, შედეგად პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1,116-ს მიაღწია, მათგან 330 გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 89 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები