საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, სამხედრო ვერტმფრენმა, რომელიც ოკუპირებული ცხიონვალის რეგიონიდან დაიძრა, ერგნეთს გადაუფრინა და გეზი ოკუირებული ახალგორის მიმართლებით აიღო. ინციდენტის გამო შეხვედრა არ შეწყვეტილა. ის ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ შეხვედრის მთავარი თემა კი სწორედ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებია, მათ შორის ტყვეების გათავისუფლებაა.
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რჩება რამდენიმე მოქალაქე. მათ შორის ზაზა გახელაძე, რომელიც ოკუპანტებმა ივლისში დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს.
ხვიჩა მღებრიშვილი - რომელსაც აბსურდული ბრალდებით სამ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.