ტეხასის შტატში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად, პოლიციასა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და ტრამპის მხარდამჭერს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულია ორი აქტივისტი.