20 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
პანკისის, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

პანკისის, სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებებს აბრალებენ.

"დამნაშავე რომ იყოს, მე თვითონაც არ ვიქნებოდი უარზე. ყველას ვთხოვ, ჯანმრთელი არ არის, გამოუშვან," - აცხადებს დაკავებულის ახლობელი.

"ტურისტს სადღთაც მთაში გაუჩერა მანქანა, ჩაისვა, იქ რა სიტყვიერი, რა შეუტაცხყოფა მიაყენა არ ვიცი. ვიცი, რომ ბევრი ბევრი არაფერი არ იქნებოდა მანდ. მთელი ხეობა ვთხოვთ, რომ გამოუშვან," - აღნიშნა დაკავებულის ახლობელმა. 

ოჯახის წევრები და თანასოფლელები სოფელ ჯოყოლოს ცენტრში შეიკრიბნენ და დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გაპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ ის გაუცნობიერებელი ქმედების გამო დაიჭირეს.

გამოძიება 32 წლის კაცს, ამერიკის მოქალაქესთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობას ედავება. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.


დღის ამბები