19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო ადგილობრივი ე.წ. თვითმმართველობის დე ფაქტო არჩევნები გადაიდო - ამის შესახებ გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს.

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები 2021 წლის 11 აპრილამდე გაგრძელდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიითა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებით არის გამოწვეული.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 1 ნოემბრისთვის დანიშნა.

დღის ამბები