სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგლის ირაკლი ანთაძის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება ხვალ იგეგმება.
ამის შესახებ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
რაც შეეხება ქვემო ჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძეს მისი გათავისუფლებისთვის მუშაობა გრძელდება.
ირაკლი ანთაძემ უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა შეხვედრის დროს მომხდარი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტიც, რომლის შემსწრე ევრომონიტორებიც გახდნენ.