19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ - ინფორმაცია IPRM-ის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. ინფორმაცია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევასთან ერთად "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობის ღამურების მოპოვების მცდელობასაც ედავებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით ეს ბრალდება მოუხსნეს. მას 3 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

როდის მოხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და შემდეგ უკანონოდ დაკავებული გახელაძის გათავისუფლება ჯერ უცნობია. 

გუშინდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზე.

 

დღის ამბები