27 აპრილი 2024,   06:51
ვრცლად
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს კორონავირუსზე ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს კორონავირუსზე ტესტირებას დღეს ჩაუტარებენ. მეუფე გერასიმესთვის ტესტის აღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში მგალობელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, მესანთლე ქალია, რომელთანაც კონტაქტი ეკლესიაში ბოლოს 13 სექტემბერს ჰქონდათ. ინფიცირებული მგალობელი ქალი 21 სექტემბერს ღამისთევის წირვას დაესწრო, რომელიც მეუფე გერასიმემ აღავლინა.

თვითიზოლაციაშია სასულიერო პირების, ბერების, სტიქაროსნების და მრევლის ნაწილი. მათი ბიოლოგიური მასალის ნიმუშები უკვე გამოიკვლიეს და პირველადი პასუხები კოვიდუარყოფითია. მგალობელი ქალის კონტაქტებს თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნა ორ ოქტომბრამდე მოუწევთ, სწორედ ამ დრომდე ვერ ჩატარდება წირვა მშენებარე ტაძარში.

დღის ამბები