25 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსი კვლავ საფრთხის წინაშეა - ენმ-ს ქუთაისის მერობის კანდიდატი

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსი, კვლავ საფრთხის წინაშეა. როგორც გიგა შუშანიამ გელათში სამონასტრო კომპლექსის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.

გიგა შუშანიას თქმით, ხელისუფლება ცდილობს, პრობლემა არჩევნებამდე დამალოს, რასაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეწირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდებს.

"ახლა არ არის არჩევნებზე ფიქრის დროს, ასეთი მნიშვნელობის ძეგლი ზიანდება. თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებული სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ. ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებიც მოგვიწოდებენ,"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

გელათის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ხარვეზები რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა.   

დღის ამბები