19 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
რუსული ვაქცინა - რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას აპირებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას აპირებს. ირკვევა, რომ ცხინვალსა და სოხუმში კორონავირუსის იმ ვაქცინის შეტანა უნდათ, რომელზეც ჯერ კვლევები დასრულებული არ არის და მას არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია აქვს.

აქტიური კამპანია რუსულ მედიაში დაიწყო. რუსი ექიმების ნაწილი ირწმუნება, რომ პრეპარატი უნიკალურია, თუმცა მეორე ნაწილი კვლევების დასრულებამდე ვაქცინის გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს.

რუსულ მედიაში, ასევე, ირწმუნებიან, რომ ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო მთავრობებმა ვაქცინის გამოყენების სურვილი თავად გამოთქვეს, თუმცა ეს გარემოება ეჭვებს ანალიტიკოსებს და სპეციალისტებს ბერვ კითხვის ნიშანს უჩენს.

რუსული ვაქცინის წარმატებაზე კრემლის მიერ კონტროლირებადი ცენტრალური არხები უკვე თითქმის ერთი თვეა საუბრობენ. ამბობენ, რომ კვლევის ფაზა ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ პრეპარატის შეძენის სურვილი მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა.

მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე. წ. ლიდერებმა.

როდის შეისყიდიან ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო პირველი პირები ვაქცინას, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები