25 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
წყალტუბოში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი მიმდინარე სამუშაოებს და კლდის აფეთქებას ეწინააღმდეგებიან.

მოსახლეობის თქმით, კომპანიამ მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო, ამიტომ ნამოხვანის მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი საფრთხეებს შეუქმნის როგორც მათ სოფელს, ასევე - დასავლეთ საქართველოს. ისინი მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ნარჩენები უშუალოდ მდინარე რიონში იყრება.  

ნამოხვანჰესის მშენებლობას "ენკა რინიუებლზის" ახორციელებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ირინა პეტრიაშვილის თქმით, მათ აქვთ ნებართვა და მოსამზადებელი სამუშაოები ნებართვით ხორციელდება.

კომპანიაში არ იზიარებენ მოსახლეობის შიშებს საფრთხეებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა ადასტურებენ, რომ ჩანჩქერი წყლით დაიფარება.

მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში 20 კილომეტრიანი შემოვლითი გზა მოეწყობა.

დღის ამბები