გორის რაიონული სასამართლო დღეს თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმის არსებით განხილვას იწყებს.
დღეს მოსამართლე მხარეთა შესვლა სიტყვას მოისმენს რის შემდეგაც დაიწყება მოწმეთა დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა.
გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"დაზარალებულის მხარე ყველა პროცესს დაესწრება, რათა ვიყოთ საქმის კურსში როგორ მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს, სასამართლო განხილვის არსებითი, პირველი პროცესია, შესაბამისად მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ და შემდეგ, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა,"- აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი თამარ თედიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან "ჟოზეფში" ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.