გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ფაქტზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევამდე თანასოფლელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.