19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე აპლიკანტების 74% ჩაიჭრა - შეიქმნება თუ არა სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი

წელს მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე უპრეცედენტო რაოდენობის უსტატუსო პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცხადებულ 10 440 აპლიკანტიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მხოლოდ 2 734-მა გადალახა. საგნობრივ გამოცდაში 7 706 ანუ დაახლოებით 74%  ჩაიჭრა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ამტკიცებენ, რომ გამოცდის ეს შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს არ შექმნის. სკოლაში დასაქმების მსურველები სწორედ ის კონტიგენტია, რომლებმაც შესაძლოა სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი პრაქტიკოსი მასწავლებლები ჩაანაცვლონ. სწორედ პედაგოგების პროფესიული განვითარების ახალი სქემით, პრაქტიკოს მასწავლებელს სკოლაში მუშაობის უფლება აღარ ექნება. თუკი მასწავლებლები ამ სტატუსს 2020 წლის შემოდგომაზე ვერ შეიცვლიან, სასწავლო წლის ბოლოს მათი სამუშაო ადგილები ვაკანტურად გამოცხადდება.

მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის ახალი სქემით, სტატუსი "პრაქტიკოსი" აღარ იარსებებს. ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი "უფროსი" , შედარებით მაღალი სტატუსი კი, "მენტორი" პედაგოგი იქნება.

დღის ამბები