23 ოქტომბერი 2020,   06:57
ვრცლად
COVID-19-ით გარდაცვლილ 69 წლის მამაკაცს ბევრი თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა - "კლინიკა ბომონდის" მენეჯერი

კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი "კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში მკურნალობდა.

69 წლის მამაკაცი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ 23 სექტემბერს შეიყვანა. პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, იყო ჟანგბად დამოკიდებული, ჰქონდა გულის და თირკმლის დაავადებები. 

"პაციენტს დადასტურებულ ინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა ფილტვის ქრონიკული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- განმარტავს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კოვიდცენტრში ამ დროისათვის 80-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ბოლო 24 საათში კლინიკიდან 30-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

დღის ამბები