25 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, კორონავირუსი თელავის კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცს დაუდასტურდა - რეგიონში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. "კურიერის" ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცს, თუმცა წყარო უცნობია. 

PCR  კვლევის შედეგად კორონავირუსი ყვარელში მცხოვრებ 70 წლის კაცს დაუფიქსირდა, რომელსაც სხვადასხვა მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში covid-19 ე.წ. გორის ქორწილის კლასტერიდან კონტაქტის ორ კონტაქტს დაუდგინდა. 

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის დაინფიცირების 56 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღის ამბები