20 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს მცხეთის სასამართლოში მოწმეების დაკითხვა იგეგმება

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს მცხეთის სასამართლოში არასრუწლოვნების პროცესი განახლდება.

იგეგმება მოწმეების, მათ შორის, გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვა. სასამართლოს წინაშე წარსდგება ის მაშველ-მყინთავი, რომელიც შაქარაშვილის ძებნის ოპერაციაში იყო ჩართული.

ადვოკატები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ დღემდე მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაული ვერც ერთმა ვერ დაადასტურა.

"მისი ყველა გამოკითხვის ოქმი არის შინაარსობრივად არის ერთნაირი და არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, მან გამოძიებას თავისდროზე მიაწოდა სწორი ინფორმაცია. ამ თვეების განმავლობაში, განმარტებები რაც გური ამირხანაშვილის მისამართით კეთდებოდა, მიზნად ისახავდა გამოძიების ხელისშეშლას და მის ღირსების შელახვას საზოგადოებაში,"-აცხადებს გრამ ამირხანაშვილის ადვოკატი ეკა ხუციშვილი. 

განსხვავებულია ბრალდებულების ადვოკატების პოზიცია, რომლებიც გურამ ამირხანაშვილს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მოწმის ჩვენებები პროკუტარატურის პოზიციაზეა მორგებული.

"მათ წინა ჩვენება შეცველეს მაშინ, როდესაც პროკურატურამ გადაწყვიტა ახალი ვერსიის წამოყენება. მათი ჩვენება შეესაბამება პროკურატურის პოზიციებს, აქედან გამდინარე ეს ჩვენებები არ არის სარწმუნო და ეს არის ფაქტობრივად ბრალდების მხარის პოზიცია. ის ვერ დაადასტურებს უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს, ვინაიდან "ტოიტოაში" 6 ადამიანი იმყოფებოდა და ექვსივე იდენტურ ჩვენებას აძლებს. აღნიშნული მოწმის ჩვენება კი არ არის სანდო,"-აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

"გური ამირხნაშვილი ყველა ასპექტში იწვევს არასანდოობას, იმიტომ, რომ მას გააჩნია სხვადასხვა ჩვენებები. გვაინტერესებს ქათამაძის ეპიზოდში, როდესაც ის ბოლო ჩვენებაში იძლევა ინფორმაციას, რომ მას დაარტყეს და მოხდა ჩხუბი, თუ რა მონაწილეობას ღებულობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,"-აცხადებს არასრულწლოვან ნ. ქ.-ს ადვოკატი დალი იმნაიშვილი.

ბრალდებულის ადვოკატებისგან განსხვავებით, მოწმე რომელიც დღეს სასამართლოზე უნდა დაიკითხოს სანდოა სახელმწიფო ბრალდებისთვის. 

"ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გურამ ამირხანაშვილი სასამართლოში დაადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის აქვს მიწოდებული. მას დავუსვამთ ყველა შესაბამის შეკითხვას. სანდოა აღნიშნული მოწმე, მოწმეს დაზუსტებული აქვს გარკვეული გარემოებები. რაც შეეხება ამირხანაშვილის დაცვას, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა დაყენებული,"-აცხადებს გიორი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

დღის ამბები