20 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა. 

აშშ-ის მხარდაჭერით, უკვე დაწყებულია საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღჭურვის პროცესი.

დღეს ვაზიანში, მე-4 სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საცდელი-საჩვენებელი სროლები განახორციელეს და 100 მეტრის დისტანციაზე სროლები შეასრულეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ.

 

დღის ამბები