26 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ - შინაგან საქმეთა სამინისტროში მმართველი საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -"ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში" - მმართველი საბჭოს მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია Hulla & Co Human Dynamics KG-ის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღის ამბები