27 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

საკითხი სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა განიხლეს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დაგმეს და მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდეს.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელის განცხადებით, წინსვლის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია.

ის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები