30 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
გერმანია ქვეყანაში ჩასვლის მსურველთათვის ახალ რეგულაციებს აწესებს - რეგულაციები შეეხება საქართველოს მოქალაქეებსაც

გერმანია ქვეყანაში ჩასვლის მსურველთათვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ახალი რეგულაციები შეეხება საქართველოს მოქალაქეებსაც, თუმცა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის რეგულაციები ინდივიდუალურად დაწესდება.

ბერლინმა 11 ევროპული ქვეყნის, ან მისი ცალკეული რეგიონისთვის ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვებიც დააწესა. მათ შორის, მაღალი რისკის მქონე ჯგუფში მოხვდა გაერთიანებული სამეფო, ბელგია, ისლანდია, საფრანგეთის ორი რეგიონი, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი და რუმინეთი. მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება ის ქვეყანა, ან რეგიონი, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე 50 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა.

აღინიშნა, რომ ამ ზომების მიზანია, შეაკავოს ტურისტების ნაკადი მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

დღის ამბები