17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
გალში, ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

გალში, ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სუს-ი 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,"-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები