30 აპრილი 2024,   23:23
ვრცლად
სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში ფრანგული გამოცემა "ლე მონდის"-ის 2 ჟურნალისტი დაიჭრა

აზერბაიჯანის საარტილერიო დარტყმის შედეგად მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნიში გამოცემა "ლე მონდის"-ის 2 ჟურნალისტი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე განცხადებით, საფრანგეთის ორივე მოქალაქე მარტუნის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად ადგილზე სხვა უცხოელი რეპორტიორები, მათ შორის რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია Дождь-ის კორესპონდენტი იმყოფებოდა. დიმიტრი ელოვსკის განცხადებით, ფრანგი ჟურნალისტები ავტომობილში იმყოფებოდნენ, რა დროსაც არტილერიის დარტყმისას დაიჭრნენ, თავად, სხვა ჟურნალისტებთან ერთად ამჟამად თავშესაფარშია.

დღის ამბები