ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თანამდებობაზე რჩება. თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები ჯანდაცვის მინისტრმა უარყო.
მინისტრმა მასსა და ცერცვაძეს შორის დაპირისპირებაც უარყო.
"ბატონი თენგიზ ცერცვაძე არ ტოვებს თანამდებობას და შესაბამისად, აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში და ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს," - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს მუშაობას და ის დღეს აჭარის რეგიონში ჩასვლას გეგმავს, სადაც ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია.