07 სექტემბერი 2026,   03:10
ვრცლად
დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება. სხდომაზე დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები.

ადვოკატების თქმით მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და მოსამართლის მხრიდან შესაბამისი განაჩენის გამოტანის იმედი აქვთ.

"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები მიაწოდებენ სასამართლოს ინფორმაციას. ისაუბრებენ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მატარებლებიც ისინი არიან. ჩვენ გვექნება არაერთი კითხვა. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნებოდა ბრალად შერაცხულ ქმედებასთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ სამართლებრივ შეფასებას, რაც იქნება ერთადერთი - გამამართლებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში,"-განაცხადა  არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა. 

დღის ამბები