07 სექტემბერი 2026,   03:10
ვრცლად
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის რეგიონული ჯგუფის უფროსი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებს

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ, 29 სექტემბერს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, მარნეულის პროკურატურაში განცხადება შეიტანა და დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.

როგორც მუმლაძემ განაცხადა, ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები არაფერს აკეთებენ მათ დასასჯელად.

"ჩემზე, როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელზე, განხორციელდა თავდასხმა. ამ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბის უფროსია. პროკურატურისგან დაზარალებულად ცნობას ვითხოვ, რადგან უფრო აქტიურად ჩავერთო პროცესში, წვდომა გვქონდეს მასალებზე და მაქსიმალურად სამართლებრივად მივყვეთ ამ საქმეს, რომ არავის შერჩეს განსხვავებულ აზრზე ძალადობა,"- განაცხადა გიორგი მუმლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, მარნეულში ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ჟურნალისტებს და აქტივისტებს სცემეს

დღის ამბები