19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
აჭარაში მეხანძრე-მაშველებმა მეოთხე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა აჭარის რეგიონში მეწყერის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მამაკაცი ერთი ოჯახის მეორე გარდაცვლილი წევრია. ქალის ცხედარი მაშველებმა რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

დაკარგულია ასევე ოჯახის მცირეწლოვანი წევრი. ბავშვის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მანამდე მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილიდან ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

ოთხივე გარდაცვლილის ცხედარი ამ ეტაპზე პროზექტურაშია გადასვენებული.

"ნაპოვნია 4 ცხედარი. 2 ცხედარი მიეკუთვნება დაკარგული ოჯახის წევრებს, ზრდასრული ადამიანები არიან. ვეძებთ მცირეწლოვან ბავშვს, დანარჩენი 2 ცხედარი მოთავსებული იყო ავტომანქანაში და ამ ეტაპზე, ოთხივე ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში," - აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი.

 

 

დღის ამბები