07 სექტემბერი 2026,   14:48
ვრცლად
ჩხოროწყუში ორი მაღაზია გაქურდეს

ჩხოროწყუში ორი მაღაზია გაქურდეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მაღაზიიდან გარკვეული რაოდენობის თანხაა წაღებული.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა, დილით მისულ მეპატრონეებს კი შესასვლელი კარი ჩამტვრეული დახვდათ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალსტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები