სტასბურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეს მომავალი წლის მარტში დაუბრუნდება.
განცხადება იუსტიციის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში საქართველომ განახორციელა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა.
მათ შორის გაანალიზდა ვიდეოკამერების ჩანაწერები და შედგა შესაბამისი ოქმები; გამოიკითხა მრავალი მოწმე, მოპოვებულია სატელეფონო კომუნიკაციებისა და ანძების მონაცემები.
ამასთან, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, გაგრძელდეს ეფექტიანი გამოძიება და განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს კომიტეტს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა.