27 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.

პარტიის ლიდერმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და შეჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაქსიმალურად ყველა პირობას შეასრულებს.

ნინო ბურჯანაძემ სენაკის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ 31 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო პროცესზე.

დღის ამბები