07 სექტემბერი 2026,   08:05
ვრცლად
ბოლნისში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის დაკავების მცდელობას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა - შსს

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის - 1986 წელს დაბადებული ა.ი.-ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი.-ს მიერ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტების - გ.ა.-სა და ი.ა.-ს მიმართ განხორცილებული ძალადობა.

"ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი.-ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები