03 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთმა განჯა დაბომბა

ყარაბაღში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. მხარეები ავრცელებენ ინფორმაციას მსხვერპლის და დაბომბილი ტერიტორიების შესახებ. არც ბაქო და არც სომხეთი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე მათი პირობები არ შესრულდება.

მოწინააღმდეგეებად ქცეული მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს მოუწოდებენ, გაიყვანონ ჯარები კონფლიქტის ზონიდან. გარდაცვლილების შესახებ, ორივე ქვეყანა განსხვავებული რიცხვებს ასახელებს. სულ რამდენიმე წუთის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა განჯა დაბომბა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, დაბომბილია აეროპორტის ტერიტორია.

"კურიერს" ამ ეტაპზე კონფლიქტის ზონაში მუშაობის უფლება ოფიციალურმა ერევანმა მისცა. ამ დრომდე ველოდებით ნებართვას აზერბაიჯანისგან. 

როგორც "კურიერის" კორესპონდენტი ლიკა ალელიშვილი იუწყება, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო იერიშები ხორციელდებოდა ქალაქ სტეფანაკერტზე. როგორც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები აცხადებენ, დაბომბილია ელექტროსისტემები. შესაბამისად, ქალაქს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ქალაქი შუშიც.

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები