07 სექტემბერი 2026,   06:01
ვრცლად
საფრანგეთის მთავრობა საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მილიონ ლარამდე ღირებულების აღჭურვილობას უსასყიდლოდ გადასცემს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მილიონ ლარამდე ღირებულების სპეციალური აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადაეცემა. 

დღის ამბები