ხელვაჩაურის რაიონში სოფელ ზედა ახალშენში 14 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მეწყრული პროცესი უხვი ნალექის გამო სამი დღის წინ განვითარდა, მიწის მასაა ჩამოწოლილი საცხოვრებელ სახლებთან.
ადგილობრივები გზის გაწმენდას და ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას ითხოვენ. ამბობენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.
ხელვაჩაურის საკრებულოში ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატის მინდია დიასამიძის თქმით, მძიმე ტექნიკა ამ დრომდე სოფელ ჯოჭოში მუშაობდა, სადაც სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღეს კი, სამუშაოები ახალშენში დაიწყება.
უხვი ნალექი პირველ ოქტომბერს მოვიდა, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონში მეწყრული პროცესი 200-მდე ლოკაციაზე განვითარდა.