17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ - გიორგი გახარია

"ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძოს. შეხვედრა ამჯერად ამომრჩეველთან სიღნაღში გაიმართა. გიორგი გახარია ამომრჩევლებს გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატ დავით სონღულაშვილთან ერთად შეხვდა.

მათ მოქალაქეებს დაპირებები და საკუთარი პროგრამა გააცნეს. ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ რეფორმებზე და პანდემიის პირობებში არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე.

"მხოლოდ სიღნაღის რაიონმა უკვე 20 000 ტონა ყურძენი დააბინავა. საბჭოთა კავშირის შემდგომ, დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი მოცულობის რთველი სიღნაღის რაიონს არ ჩაუბარებია.

სახელწიფო თითოეულ მოქალაქეს გვერდით უდგას, იმიტომ, რომ სოფლად გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. გახდეს ისეთი ფერმერი, რომელიც შეძლებს ჯერ თავისი ოჯახის წევრები დაასაქმოს, შემდეგ მეზობელი და კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.

მომავალი 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, თან არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ღირსეულად მივიჩნევთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები