"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ, ტყიბულის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ტყიბულში არის, აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები.
გიგი წერეთლის თქმით, "ევროპული საქართველოს" გეგმა აუცილებლად მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს.