17 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ინტერნეტში დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა საქართველოს გავლით გადააქვთ - საკითხს დღეს საგარეო უწყება და სომხეთის ელჩიც გამოეხმაურნენ 

ვინ ავრცელებს იტერნეტში დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა, კერძოდ კი უპილოტო საფრენი აპარატები საქართველოს გავლით გადააქვთ.

ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია ყალბია, დღეს ოფიციალური განცხადებით დაადასტურა საქართველოში სომხეთის ელჩმა. ამასთან დიპლომატმა საზოგადოებას მოუწოდა პანიკისა და უსიამოვნო შედეგებისკენ მიმართული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

ყალბი ინფორმაციიის გავრცელების ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზოგადოებას მოუწოდებს დაეყრდნონ მხოლოდ გადამოწმებულ, დადასტურებულ მონაცემებს, სადაც ოფიციალური წყარო იდენტიფიცირდება. ქვეყნის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო ხელს შეუწყობს მხოლოდ მშვიდობიან პროცესებს.

სამხედრო ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზეც. მიმდინარე კონფლიქტის გათვალისწინებით საქართველოს გავლით არც საჰაერო და არც სახმელეთო გზით, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო დანიშნულების ტვირთის ტრანსპორტირება არ მოხდება.

დღის ამბები