"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებელი, გიორგი მუმლაძე საქმის მასალებს გაეცნო - ის მარნეულში მომხდარი დაპირისპირების გამო დაზარალებულად ცნეს.
"გუშინ გვცნეს დაზარალებულად, რამაც საშუალება მოგვცა, რომ გავცნობოდით მასალებს, რომელიც არის ამ ეტაპისთვის საქმეში. პირველი იყო სიტყვიერი, პირველ მომენტში გადამაგდებინეს ტელეფონი, შემდეგ რომ ავიღე ეს ტელეფონი პირდაპირ ამირან გიორგაძის მხრიდან იყო სიტყვები "შენ ყელში ამოხვედი, უკვე ზედმეტები მოგდის" და მაგ დროს დამარტყა.
კონკრეტულად, დასაკავებელი არის ამ მომენტისთვის ნომერ 99-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ლაშა ჩხიტულიძე. შსს-ს მოვუწოდებ, რომ ეს ძალადობა გამოიძიოს ბოლომდე, დასაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ძალადობდა," - აცხადებს გიორგი მუმლაძე.