07 სექტემბერი 2026,   03:37
ვრცლად
ინფიცირებულის ახლო კონტაქტები იზოლაციაში დაუყოვნებლივ, ტესტირების გარეშე გადადიან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინფიცირებულის ახლო კონტაქტები ტესტირების გარეშე გადადიან იზოლაციაში და 12 დღის განმავლობაში თუ უსიმპტომოები იქნებიან, ტესტირება კორონავირუსზე არ უტარდებათ. 12 დღის შემდეგ კი, იზოლაციაში მყოფები, ამირან გამყრელიძის თქმით, თავისუფლები იქნებიან. 

"თუ 12 დღის განმავლობაში მათ მცირე სიმპტომი მაინც წარმოეშვებათ, ექიმი წყვეტს მისი ტესტირების აუცილებლობას. 

თანაცხოვრების გეგმა, რითიც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ეს იქნება სულ მცირე 1 წელიწადი მაინც. სახელმწიფო, დამსაქმებლები და საზოგადოება - ეს სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

დღის ამბები