17 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ხშირად მესმის, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრა შეუძლებელია, რასაც არ ვეთანხმები - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის ძალისმიერი გზით მოგვარება დასაშვებად მიაჩნია. ამის შესახებ მან ტელეარხ "ალ-არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სომხეთი მთიანი ყარაბაღიდან ჯარებს გაიყვანს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.

"ხშირად მესმის, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრა შეუძლებელია, რასაც არ ვეთანხმები. საერთაშორისო საზოგადოება ამ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას 28 წელია, უშედეგოდ ცდილობს. თუ საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია მის მიერ მიღებული რეზოლუციების სისრულეში მოყვანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ,"- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დღის ამბები