07 სექტემბერი 2026,   12:51
ვრცლად
რელიგიური კონფესიების უთანასწორობა და დისკრიმინაციული ჩანაწერები კანონდებლობაში - EMC ახალ კვლევას აქვეყნებს

რელიგიური კონფესიების უთანასწორობა და დისკრიმინაციული ჩანაწერები კანონდებლობაში - "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ახალ კვლევას აქვეყნებს.

დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში რელიგიური კონფესიების მდგომარეობასა და გამოწვევებზე. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები უცვლელად რჩება და ვალდებულებების მიუხედავად სახელმწიფო ამ მიმართულებით უმოქმედოა.

ცენტრში ასევე აცხადებენ, რომ პრობლემად რჩება რელიგიური ორგანიზაციების უთანასწორო დაფინანსებაც.

"რელიგიური ორგანიზაციები ყოველდღიურად დგანან არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რომელიც საკულტო ნაგებობების სარგებლობას, ღვთისმსახურების პრაქტიკების განხორციელებას უკავშირდება, მათ შორის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. სახელმწიფო საპატრიარქოს ხედავს როგორც დომინანტურ ეკლესიას და ყველა სხვა რელიგიური ჯგუფის თუ ორგანიზაციის დისკრიმინაციულ იერარქიზებას. ხელისუფლების ჭარბი ლოიალურობა და მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ჩვენი მოსაზრებით უნდა დასრულდეს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ. 

დღის ამბები