19 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებულმა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გამოძიებას განმეორებითი ჩვენება მისცა

მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებული "მთავარი არხის" ჟურნალისტი მარნეულის პოლიციაში იმყოფებოდა და გამოძიებას განმეორებითი ჩვენება მისცა. ჯეიჰუნ მუჰამედალმა სამართალდამცველებს საქმის ახალ დეტალები გააცნო. მან ინციდენტის ღამეს გადაღებულ კადრებში კონკრეტული პირები ამოიცნო და მათი ვინაობა უწყებაში დაასახელა.

მარნეულის პოლიციაში ჯეიჰუნ მუჰამედალის დაკითხვას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ და არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ რეალური დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. 

დღის ამბები